Friday, 30 November 2007

უჰუჰუუ აცივდაა ბრრრ


მეცხრამეტე ზამთარს მოვესწარი, მალადეც. ეე ნეტა კაი თოვლი მოვიდეს ამ ზამთარს, იგუნდავებს ქე მაინც კაცი. ისე ზამთარი ყველაზე შინაურული დროა. სწორედ ამ დროს გაახსენდები მეზობელს როცა მოვა ანთებული თვალებით და გთხოვს: " ერთი ძმურში გვერდებს გავითბობ შენს ღუმელთან"_ო. ამ დროსაა კარგი სტივენ კინგის და პიტერ სტრაუბის კითხვა ღუმელთან და ამ დროს გარეთ მაგრა თოვს, ამ დროსაა კაი როცა კეტები მეყინება თითებთან ერთად, ხოოდა ყველაზე მთავარი: "ნოვი გორ პრიშოლ, სააკაშვილი უშოლოო". სულ უფრო მეტი აშხვართული ადამიანი გენახოთ ამ ზამთარს. თბილად ჩაიცვით

Wednesday, 28 November 2007

უფასო ჩახუტებები



მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩაატარეს აქცია სახელად "Free Hugs". პლაკატით ხელში დადიხარ ქუჩაში და ხალხს სთავაზობ ჩახუტებას. ზოგი გეხუტება ზოგი არა. ამით ხალხს დაანახებ რო უნდა ვიყოთ ერთად და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი :P ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე თბილისშიც ჩაუტარებიათ ესეთი აქცია თან არა ერთხელ. ერთ ერთი აქცია ჩატარდა რამოდენიმე კვირის უკან. ვიდეო როდესაც ვნახე დავრწმუნდი თუ რა კომპლექსიანი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, ყველა რო აგდებულად და დაცინვით უყურებდა აქციის მონაწილეებს. მაგრამ იყვნენ ისინი ვინც დიდი სიამოვნებით ეხუტებოდნენ. აი გუშინაც გაკეთდა Free Hug აქცია და კიდევ უფრო გამიჩნდა სურვილი გამეკეთებია ეს აქცია აქ, ბათუმში. ვიდეო კამერა ვითხოვე და ჯერ არავის არ მოუცია, მაგრამ ჯანდაბას მაგის გარეშეც გავაკეთებ. უბრალოდ მინდა რო ეს ყველაფერი ფირზე დაფიქსირდეს. Free Hug everyone!!!

აქ ნახავთ ვიდეოს

ე.წ ლოგარითმული პარადოქსი :))


მათემატიკა!!! საგანი რომელიც არ მიყვარდა არასდროს, ნუ კლარა მასწავლებლის ხელში რა იქნება (ძალიან მაგარი ადამიანი)
მაგრამ გაკვეთილებზე ის გადაიქცეოდა ზებუნებრივ არსებად, აი როგორ ვთქვა ანდრომედადან გადმოგდებულ, ფესვში აყვანილ უცხოპლანეტელად. ეხლა მთლად უვიცი არ ვიყავი მათემატიკაში, რაღაც რაღაცეები ვიცოდი, მაგრამ არ მომწონდა და რა მექნა. ყოველი თემა, ყოველი აქსიომა თუ რაღაც მეზიზღებოდა სასტიკად. ალგებრის სახელძღვანელოს ბოლო თემაა ლოგარითმები, ხოდა აი უზომოდ შემიყვარდა ეს გაკვეთილი. გავუგე ყველაფერი და ამიტო მთელი გაკვეთილები დაფასთან მე ვიყავი ატუზული. ისე ამაყად გამოვდიოდი :))) უბრალოდ ეს მაკვირვებს არასდროს არ მყვარებია მათემატიკა და სწავლის დასასრულს, ორი თვე იყო დარჩენილი სკოლის დამთავრებას ისე მაგრა გავუგე რო არ ვიცი რა.
კლარა მას! ვერანაირი აქსიომა თუ წესი ვერ ამოგშლით ჩემი მეხსიერებიდან, მიყვარხართ უზომოდ

Tuesday, 27 November 2007

The first impression


წარმოიდგინეთ Backstreet Boys_ის მსმენელი ქართველი ბიჭუნა ლეტ გდეტა 13-14 (ეს ის პერიოდია როდესაც მუსიკალურ ბიზნესში ბოი ბენდების ხანაა მოსული, N'sync, Westlife და ა.შ) ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიტაცა ამ ჯგუფმა. ვიცოდი ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად, პლაკატები და ა.შ. მაგრამ, მოვიდა დრო რევოლუციისა ჩემს მუსიკალურ გემოვნებაში. ეს მოხდა 2002 წლის ზაფხულზე, დავალებას ვწერდი და ამ დროს ტვ_ში გადის რაღაც ძაან საყვარელი სიმღერა, მახსოვს სიტყვები დავიჭირე "look at the stars, look how they shine for you", და ეს იყო კაკ გავარიტსა love at the first sight. ნუ რასაკვირველია ჯერ ვერ მივხვდი ვინ მღეროდა ამ სიმღერას და კლიპის ბოლოს ამოვიდა ნაწერი. სიმღერის სახელი Yellow და ჯგუფი Coldplay.

Coldplay - Yellow აქ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო

ბუდიმ ვსპამინაც :D

მოკლედ ძაან ბევრი რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში და შევეცდები ნელა ნელა დავდო ყველაფერი. ადრე ვფიქრობდი მეთქი დღიურებს გავაკეთებ მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი. რავი მგონი დაგაინტერესებთ ერთი ცოდვილის ისტორია, ნუ იმედი მაქვს. ასე რომ ბუდიმ ვსპამინაც ;)

მოვესწარი ბლოგის შექმნას :)


ნუ როგორც იქნა გავაკეთე ჩემი ბლოგი. დიდი ხანია მინდოდა ესეთი პატარა კუთხე კუნჭული მქონოდა, სადაც ვილაპარაკებდი ყველაფერზე რას მაინტერესებს და რა საკვირველია რაც საინტერესო იქნება თქვენთვის. რო იცოდეთ როგორ მშურდა სხვის ბლოგებს რო ვხსნიდი :) რა ლამაზად აქვთ ყველაფერი, შინაურულად, ოჯახურად, ძმურში, დურში და რა ვიცი. მოკლედ ავშენდი :D