Wednesday, 28 November 2007

ე.წ ლოგარითმული პარადოქსი :))


მათემატიკა!!! საგანი რომელიც არ მიყვარდა არასდროს, ნუ კლარა მასწავლებლის ხელში რა იქნება (ძალიან მაგარი ადამიანი)
მაგრამ გაკვეთილებზე ის გადაიქცეოდა ზებუნებრივ არსებად, აი როგორ ვთქვა ანდრომედადან გადმოგდებულ, ფესვში აყვანილ უცხოპლანეტელად. ეხლა მთლად უვიცი არ ვიყავი მათემატიკაში, რაღაც რაღაცეები ვიცოდი, მაგრამ არ მომწონდა და რა მექნა. ყოველი თემა, ყოველი აქსიომა თუ რაღაც მეზიზღებოდა სასტიკად. ალგებრის სახელძღვანელოს ბოლო თემაა ლოგარითმები, ხოდა აი უზომოდ შემიყვარდა ეს გაკვეთილი. გავუგე ყველაფერი და ამიტო მთელი გაკვეთილები დაფასთან მე ვიყავი ატუზული. ისე ამაყად გამოვდიოდი :))) უბრალოდ ეს მაკვირვებს არასდროს არ მყვარებია მათემატიკა და სწავლის დასასრულს, ორი თვე იყო დარჩენილი სკოლის დამთავრებას ისე მაგრა გავუგე რო არ ვიცი რა.
კლარა მას! ვერანაირი აქსიომა თუ წესი ვერ ამოგშლით ჩემი მეხსიერებიდან, მიყვარხართ უზომოდ

No comments: