Monday, 31 December 2007

Richard Hawley - Lady's Bridge (2007)


Richard Willis Hawley დაიბადა 1967 წელს შეფილდში. სკოლის პერიოდში იყო ჯგუფ Treebound Story_ის წევრი. ამ კოლექტივის დაშლის შემდეგ მან დიდ წარმატებას მიაღწია ჯგუფ The Longpigs-თან. ამის შემდეგ ის უკრავდა Pulp_თან ერთად, რომლის სოლისტი Jarvis Cocker მისი ახლო მეგობარია. სოლო კარიერა დაიწყო 2000 წლიდან, პირველი ალბომი სახელად Richard Hawley გამოუშვა 2001 წელს, ამას მოყვა ორი არც თუ ისე წარმატებული ალბომი Late Night Final (2002) და Lowedges (2003). მაგრამ მისი პოპულარობა გაიზარდა ბოლო ორი ალბომის გამოშვების შემდეგ, იყიდება მრავალი კოპია და რიჩარდიც უკვე საკმაოდ ცნობილი ხდება. 2005 წელს გამოშვებული Coles Corner, მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლო 2007 წელს გამოშვებულმა ალბომმა Lady's Bridge-მა, რიჩარდს უდიდესი წარმატება მოუტანა რითაც აღინიშნება 6ე ადგილი ბრიტანეთის Album Chart_ში.
რუსთავი 2ზე გადიოდა ხოლმე ამ კაცის კლიპები და მეც ვუყურებდი სიამოვნებით, თან დიდი სიამოვნებით. მომწონს ამ კაცის შემოქმედება, აი ვითომ ქანთრიში გადის მაგრამ ფოლკი და სინ ლაივია.

გადმოწერეთ

Sunday, 30 December 2007

Kings Of Convenience - Riot on an empty street 2004


განსაკუთრებით სახელი მომწონს ამათი Kings Of Convenience (სიმყუდროვის მეფეები, უმნო:D ) დანარჩენი ალბომებისგან განსხვავებით, ნორვეგიული დუეტის ეს ბოლო ნამუშევარი განსკუთებით მომეწონა. სამშობლოში ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ჩარტებში, ხოლო ბრიტანეთში 49_ე ადგილი აიღო. ჩაწერაში მონაწილეობას იღებდა კანადელი მუსიკოსი Feist. ნუ მეტს რას ვიტყვი, სიმღერებიდან გამოვარჩევდი Cayman islands, I'd rather dance with you, Misread, Stay out of trouble. მოკლედ მთლიანად ალბომი გამოვიდა მშვენიერი, რაც მთავარია ადვილად მოსასმენია.

გადმოწერეთ

Thursday, 27 December 2007

Ray...

ეს ადამიანი პირველად გავიცანი 2007 წლის ოქტომბერში. ვიცოდი და ვგრძნობდი რო ეს მუსიკა შემიყვარდებოდა ძალიან. თავიდან ხშირ ხშირად ვუსმენდი და ნელა ნელა ვითვისებდი ამ კაცის საოცარ ხმას, მაგრამ იმის მერე დღე არ გადის ამ ადამიანს რო არ მოვუსმინო.

ისეთი ტკბილი, ისეთი ნაზი და ისეთი მელოდიური მუსიკა აქვს რომ ნორმალურად თუ მოუსმენთ ყველას მოგეწონებათ. არასდროს არ მინდოდა დავმსგავსებოდი ვიღაცას, მინდოდა ვყოფილიყავი როგორიც ვარ, მაგრამ ეხლა ვიცი რო აი ასეთი ადამიანი მინდა გავხდე, ასეთი მუსიკა დავწერო, ასეთი გარეგნობით. მინდა მოგიყვეთ ერთი ამერიკელის ისტორია რომლის მუსიკალური კარიერა უეცრად დაიწყო. მაშ ასე ისტორია Ray_ზე.

Ray LaMontagne დაიბადა 1974 წელს ქალაქ ნეშუაში, შტატი ნიუ ჰემფშირი. ბავშვობა უინტერესო ჰქონდა. მთელი დღეები ტყეში იჯდა და ფანტასტიკურ ნოველებს კითხულობდა. განათლება მიიღო ქალაქ მორგანის უმაღლეს სკოლაში, შტატი იუთა. სწავლის მხრივ ის არც ისე ბეჯითი იყო. მან ეს სასწავლებელი ძლივს დაამთავრა. სწავლის დამთავრების მერე ოჯახი მიატოვა და სამუშაოს საძებნელად ქალაქ ლევისტონში (მეინი) გადავიდა.

მუშაობა დაიწყო ფეხსაცმლის ფაბრიკაში და მუშაობდა კვირაში 65 საათი. ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულმა რადიოში მოისმინა Stephen Stills_ის სიმღერა Treetop Flyer. მთლიანი ალბომის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა მიეტოვებინა სამსახური და მუსიკოსის კარიერა დაეწყო. ჩაწერა რამოდენიმე სიმღერა და ჩანაწერი გაუგზავნა სხვადასხვა ლეიბლებს. აქედ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა როგორც Singer-songwriter_ის. გამოუშვა ორი ალბომი და რამოდენიმე EP

ალბომები:

Trouble - 2004 y.

Genre: Folk, singer-songwiter

Track list:

"Trouble" – 4:01
"Shelter" – 4:36
"Hold You in My Arms" – 5:06
"Narrow Escape" – 4:39
"Burn" – 2:54
"Forever My Friend" – 5:44
"Hannah" – 5:42
"How Come" – 4:32
"Jolene" – 4:10
"All the Wild Horses" – 3:16

download

Till the Sun Turns Black - 2006 y.

Genre: Folk, singer-songwriter


Track list:

"Be Here Now" – 6:23
"Empty" – 5:17
"Barfly" – 3:55
"Three More Days" – 3:36
"Can I Stay" – 3:41
"You Can Bring Me Flowers" – 4:12
"Gone Away From Me" – 4:27
"Lesson Learned" – 4:39
"Truly, Madly, Deeply" – 1:52
"Till the Sun Turns Black" – 4:28
"Within You" – 5:43

download

Tuesday, 25 December 2007

Top 10 albums of 2007 (4me)

ეხლა ჩამოვწერ ჩემი გემოვნების და მიხედვით 2007 წლის ათ საუკეთესო ალბომს. არა აქვს მნიშვნელობა რომელია პირველზე და რომელია ბოლოზე, ჩემთვის ისინი უბრალოდ საუკეთესონი არიან

1) Radiohead - In Rainbows


2) Arctic Monkeys - Favourite Worst Nightmare


3) Interpol - Our Love To Admire


4) Babyshambles - Shotter's Nation


5) Kaiser Chiefs - Yours Truly, Angry Mob


6) The Maccabees - Colout It In


7) Yeti - Yume!


8) Travis - The Boy With No Name


9) Albert Hammond, J.r - Yours To Keep


10) Mando Diao - Never Seen the Light of Day


to be continued...