
Richard Willis Hawley დაიბადა 1967 წელს შეფილდში. სკოლის პერიოდში იყო ჯგუფ Treebound Story_ის წევრი. ამ კოლექტივის დაშლის შემდეგ მან დიდ წარმატებას მიაღწია ჯგუფ The Longpigs-თან. ამის შემდეგ ის უკრავდა Pulp_თან ერთად, რომლის სოლისტი Jarvis Cocker მისი ახლო მეგობარია. სოლო კარიერა დაიწყო 2000 წლიდან, პირველი ალბომი სახელად Richard Hawley გამოუშვა 2001 წელს, ამას მოყვა ორი არც თუ ისე წარმატებული ალბომი Late Night Final (2002) და Lowedges (2003). მაგრამ მისი პოპულარობა გაიზარდა ბოლო ორი ალბომის გამოშვების შემდეგ, იყიდება მრავალი კოპია და რიჩარდიც უკვე საკმაოდ ცნობილი ხდება. 2005 წელს გამოშვებული Coles Corner, მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლო 2007 წელს გამოშვებულმა ალბომმა Lady's Bridge-მა, რიჩარდს უდიდესი წარმატება მოუტანა რითაც აღინიშნება 6ე ადგილი ბრიტანეთის Album Chart_ში.
რუსთავი 2ზე გადიოდა ხოლმე ამ კაცის კლიპები და მეც ვუყურებდი სიამოვნებით, თან დიდი სიამოვნებით. მომწონს ამ კაცის შემოქმედება, აი ვითომ ქანთრიში გადის მაგრამ ფოლკი და სინ ლაივია.
გადმოწერეთ

No comments:
Post a Comment