
პირველი სოლო ალბომი გამოვიდა 2000 წელს სახელად Alone With Everybody. ალბომმა მომენტალურად დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის ჩარტებში და პლატინის სტატუსი მიირო. მეორე ალბომი Human Conditions გამოვიდა 2002 წელს. პირველ ალბომთან შედარებით მეორე ნამუშევარმა არც ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. ჩარტებში მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გაყვიდების რაოდენობით ოქროს ხარისხი მიიიღო. ალბომი სახელად Keys to the World გამოიცა 2006 წელს. ჩემი აზრით რიჩარდის ყველაზე სერიოზული ნამუშევარია, მარტო Break the night with colour და Words just get in the way რად ღირს, ნუ რავიცი, ალბომი გამოვიდა უნიკალური.
ხო რაც შეეხება რიჩის მომავალ მუსიკალურ საქმეებს, უკვე ცნობილია რო The Verve აღდგა და 2008 წელს ბიჭები ალბომის გამოშვებას აპირებენ. რა საინტერესოა რა გამოუვათ. ხო, მანამდე ბიჭებმა 2007 წლის შემოდგომაზე გამართეს რამოდენიმე კონცერტი. ასე რომ anticipation fellows ;)

გადმოწერეთ
Wikipedia
official

No comments:
Post a Comment