Thursday, 10 July 2008

The Verve!!! ისინი დაბრუნდნენ!!!

არ ვიცი რა დავწერო რა, ძალიან მიხარია რომ რიჩარდი და მისი მეგობრები ბრუნდებიან სცენაზე. 11 წლის შემდეგ!! ომგ! 1997 წელს დაშლილი ბენდი, რომელიც ყველასთვის საყვარელი ჯგუფი გახდა, ისევ ერთად არიან. მათი ბოლო ნამუშევარი სახელად Urban Hymns(1997) დღემდე მიჩნეულია ბრიტანეთის ერთ ერთ საუკეთესო ალბომად, ხოლო ალბომში შესული სიმღერა Bittersweet Symphony უკვდავი სიმღერაა!! . სამი ალბომის გამოშვების შემდეგ მათი გზები გაიყო, რიჩარდს ძალიან კარგი სოლო კარიერა აქვს, 2006 წელს გამოშვებული Keys To The World რიჩარდის ბოლო სოლო ნამუშევარია, რის შემდეგაც გაირკვა რომ რიჩარდი დაუკავშირდა ჯგუფის სხვა წევრებს და შესთავაზა პატარა ტურნე მოეწყოთ. ამის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა The Veve_ის დაბრუნებაზე, რაც ერთ ერთ პრესკომფერენციაზე რიჩარდმა დაადასტურა რომ ჯგუფი აღდგა და ისინი გეგმავენ რიგით მეოთხე ალბომის გამოშვებას, სავარაუდოდ 2008 წლის აგვისტოში (ანუ მალეეეეეეეე). სიმბოლურია ის რო ჯგუფმა მეოთხე ალბომს დაარქვა Forth. ახალი ალბომის პირველი სინგლის მოსმენა მსმენელს შეეძლო ბიბისის რადიოში, სადაც გაშვებული იქნა Love Is Noise. პირველი მოსმენიდან ეჭვი დაგებადებათ ეს რა უბედურებააო, უცნაური ხმები და ა.შ. მაგრამ შემდეგი მოსმენით კარგად გეცნობათ რიჩარდის ღრმა ტექსტი და მისი დაუვიწყარი ხმა. გუშინ The Verveის მაისფეისზე გაჩნდა Love Is Noise-ისთვის გადაღებული ოფიციალური ვიდეო,

აი მეოთხე ალბომის ყდა, just amazin!!

No comments: