Saturday, 23 August 2008

The Verve - Forth

gosh , როგორ მიყვარს ეს გრძნობა როცა დიდი ხანი ელოდები რაღაცას და აჰა, ისიც მოვიდა. დიახ, ეს არის წლის ერთ ერთი საუკეთესო რილიზი!!! თერთმეტი წელი არც ისე ცოტა დროა რო დაბრუნდე სცენაზე და გამოუშვა ალბომი სადაც ყოველი სიმღერა ადამიანის გრძნობებითაა სავსე, რიჩარდს ყოველთვის გააჩნდა ტექსტების წერის ტალანტი, ის მართლა გულით და სულით აღიქვამს ყველა სიმღერას და მელოდიას, ამას ამტკიცებს ის რომ თითქმის ყველა კონცერტზე ის იხდის ფეხსაცმელს, გადის სცენაზე და შიშველი ფეხები დაცუნცულებს იქეთ აქეთ, ხშირად მიიტანს ხოლმე გულთან მიკრაფონს და ხალხს აუბნება: "აი ხალხო, ეს მე კი არა, ჩემი გული მღერის"_ო.
ალბომი ნამდვილად ძალიან ძლიერი გამოვიდა, ალბათ მთავარ სინგლად Love is Noise ითვლება მაგრამ ჩემი აზრით, არანაკლებ ყურადღებას უნდა იქცევდეს პირველი სიმღერა, სახელად Sit and Wonder. ძალიან იშვიათია შეხვდე ისეთ სიმღერას და ტექსტს რომელიც ძალიან ახლოს დგას შენთან, იფიქრებ ჩემი ფიქრები და გრძნობები გადაიტანა სიმღერაშიო, დიახ, რიჩარდს ეს შეუძლია იმიტო რო ის გენიალური პიროვნებაა, აბაჰ იგემეთ ;)



"Sit and Wonder" - 6:52
"Love Is Noise" - 5:29
"Rather Be" - 5:38
"Judas" - 6:19
"Numbness" - 6:35
"I See Houses" - 5:37
"Noise Epic" - 8:14
"Valium Skies" - 4:34
"Columbo" - 7:30
"Appalachian Springs" - 7:34

გადმოწერა

Friday, 22 August 2008

Dig Out Your Soul Trailer

Anticipation

მაშ ასე, დღევანდელი როკ სცენა ძირითადად ინდი ჯგუფებს უკავიათ, რომელთაგან გამოსარჩევია Arctic Monkeys, Franz Ferdinand, Kaiser Chiefs და ბევრი ბევრი ბევრი. როკ მუსიკის ეს თაობა რიგით მეშვიდეა, რომელსაც ზოგადად British Indie_ს უძახიან. ეს არის ჯფუფები რომლებიც ქმნიან ეპოქას, რომლის შექმნაში დიდი როლი მიუძღვის ჯგუფ The Libertines-ს, ჯგუფმა რომელმაც ინდი მუსიკა გადმოიტანა მეინსტრიმში, ანუ წინა პლანზე წამოაყენა ეს სუბკულტურა. ხო, ეხლა რისი თქმაც მინდოდა, ამ პერიოდში, როცა ინდი მუსიკა ყველას აკერია პირზე, ყველა აქიცინებს თავს არქტიკების, ფერდინანდების და კაიზერების რითმულ და მელოდიურ ინდი მუსიკაზე, რამოდენიმე ხანში გამოვა ორი Britpop ლეგენდის, ასე ვთქვათ "გლადიატორების" ახალი ალბომები. The Verve და Oasis. ჯგუფები, რომლებმაც 90იან წლებში ბრიტანეთი გამოაცოცხლეს და ააფეთქეს კიდეც :)). The Verve_ის ახალ ალბომზე ქვემოთ ვისაუბრე ხოლო Oasis_ზე ეხლავე მოგახსენებთ. Dig Out Your Soul, ტიპიური ალბომის სახელია მათთვის ხოლო გარეკანი არა Oasis_ეული, ეს მიანიშნებს იმაზე რომ ეს ალბომი რაღაც სხვაა, განსხვავებულია დანარჩენი ექვსისგან. Noel Gallagher_მა ერთ ერთ ინტერვიუში თქვა რო ეს არ არი ბრიტპოპ ალბომი, უმეტესს სიმღერაში არ არი მისამღერიო და ა. შ. ამასობაში ინტერნეტში გაჩნდა ორი ახალი სიმღერა. სიმართლეაო რო ჯგუფს არ დაუკარგავს თავისი ეშხი, როგორც უძახიან the best foqen rock n' roll music. ალბომის გამოშვებამდე ჯგუფმა გამოუშვა ვიდეო ტრეილერი (ზედა პოსტი) რომელშიც ნაჩვენებია მათი ყველა ოფიციალური ვიდეოს ნაწყვეტი და ბოლოს კი ახალი სიმღერის The Shock of The Lightning_ის მოკლე მონაკვეთი, ამ ვიდეოთი შეგიძლიათ დაინახოთ ვინები იყვნენ, არიან და იქნებიან Oasis. კარგად