Saturday, 23 August 2008

The Verve - Forth

gosh , როგორ მიყვარს ეს გრძნობა როცა დიდი ხანი ელოდები რაღაცას და აჰა, ისიც მოვიდა. დიახ, ეს არის წლის ერთ ერთი საუკეთესო რილიზი!!! თერთმეტი წელი არც ისე ცოტა დროა რო დაბრუნდე სცენაზე და გამოუშვა ალბომი სადაც ყოველი სიმღერა ადამიანის გრძნობებითაა სავსე, რიჩარდს ყოველთვის გააჩნდა ტექსტების წერის ტალანტი, ის მართლა გულით და სულით აღიქვამს ყველა სიმღერას და მელოდიას, ამას ამტკიცებს ის რომ თითქმის ყველა კონცერტზე ის იხდის ფეხსაცმელს, გადის სცენაზე და შიშველი ფეხები დაცუნცულებს იქეთ აქეთ, ხშირად მიიტანს ხოლმე გულთან მიკრაფონს და ხალხს აუბნება: "აი ხალხო, ეს მე კი არა, ჩემი გული მღერის"_ო.
ალბომი ნამდვილად ძალიან ძლიერი გამოვიდა, ალბათ მთავარ სინგლად Love is Noise ითვლება მაგრამ ჩემი აზრით, არანაკლებ ყურადღებას უნდა იქცევდეს პირველი სიმღერა, სახელად Sit and Wonder. ძალიან იშვიათია შეხვდე ისეთ სიმღერას და ტექსტს რომელიც ძალიან ახლოს დგას შენთან, იფიქრებ ჩემი ფიქრები და გრძნობები გადაიტანა სიმღერაშიო, დიახ, რიჩარდს ეს შეუძლია იმიტო რო ის გენიალური პიროვნებაა, აბაჰ იგემეთ ;)



"Sit and Wonder" - 6:52
"Love Is Noise" - 5:29
"Rather Be" - 5:38
"Judas" - 6:19
"Numbness" - 6:35
"I See Houses" - 5:37
"Noise Epic" - 8:14
"Valium Skies" - 4:34
"Columbo" - 7:30
"Appalachian Springs" - 7:34

გადმოწერა

1 comment:

Anonymous said...

Well well well......