Thursday, 27 December 2007

Ray...

ეს ადამიანი პირველად გავიცანი 2007 წლის ოქტომბერში. ვიცოდი და ვგრძნობდი რო ეს მუსიკა შემიყვარდებოდა ძალიან. თავიდან ხშირ ხშირად ვუსმენდი და ნელა ნელა ვითვისებდი ამ კაცის საოცარ ხმას, მაგრამ იმის მერე დღე არ გადის ამ ადამიანს რო არ მოვუსმინო.

ისეთი ტკბილი, ისეთი ნაზი და ისეთი მელოდიური მუსიკა აქვს რომ ნორმალურად თუ მოუსმენთ ყველას მოგეწონებათ. არასდროს არ მინდოდა დავმსგავსებოდი ვიღაცას, მინდოდა ვყოფილიყავი როგორიც ვარ, მაგრამ ეხლა ვიცი რო აი ასეთი ადამიანი მინდა გავხდე, ასეთი მუსიკა დავწერო, ასეთი გარეგნობით. მინდა მოგიყვეთ ერთი ამერიკელის ისტორია რომლის მუსიკალური კარიერა უეცრად დაიწყო. მაშ ასე ისტორია Ray_ზე.

Ray LaMontagne დაიბადა 1974 წელს ქალაქ ნეშუაში, შტატი ნიუ ჰემფშირი. ბავშვობა უინტერესო ჰქონდა. მთელი დღეები ტყეში იჯდა და ფანტასტიკურ ნოველებს კითხულობდა. განათლება მიიღო ქალაქ მორგანის უმაღლეს სკოლაში, შტატი იუთა. სწავლის მხრივ ის არც ისე ბეჯითი იყო. მან ეს სასწავლებელი ძლივს დაამთავრა. სწავლის დამთავრების მერე ოჯახი მიატოვა და სამუშაოს საძებნელად ქალაქ ლევისტონში (მეინი) გადავიდა.

მუშაობა დაიწყო ფეხსაცმლის ფაბრიკაში და მუშაობდა კვირაში 65 საათი. ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულმა რადიოში მოისმინა Stephen Stills_ის სიმღერა Treetop Flyer. მთლიანი ალბომის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა მიეტოვებინა სამსახური და მუსიკოსის კარიერა დაეწყო. ჩაწერა რამოდენიმე სიმღერა და ჩანაწერი გაუგზავნა სხვადასხვა ლეიბლებს. აქედ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა როგორც Singer-songwriter_ის. გამოუშვა ორი ალბომი და რამოდენიმე EP

ალბომები:

Trouble - 2004 y.

Genre: Folk, singer-songwiter

Track list:

"Trouble" – 4:01
"Shelter" – 4:36
"Hold You in My Arms" – 5:06
"Narrow Escape" – 4:39
"Burn" – 2:54
"Forever My Friend" – 5:44
"Hannah" – 5:42
"How Come" – 4:32
"Jolene" – 4:10
"All the Wild Horses" – 3:16

download

Till the Sun Turns Black - 2006 y.

Genre: Folk, singer-songwriter


Track list:

"Be Here Now" – 6:23
"Empty" – 5:17
"Barfly" – 3:55
"Three More Days" – 3:36
"Can I Stay" – 3:41
"You Can Bring Me Flowers" – 4:12
"Gone Away From Me" – 4:27
"Lesson Learned" – 4:39
"Truly, Madly, Deeply" – 1:52
"Till the Sun Turns Black" – 4:28
"Within You" – 5:43

download

2 comments:

Anonymous said...

zalian sasiamovno xma aqvs, ragac rbili da tbili :) "tree more days " -xo saertod xoshiani:)simgeraa !!!!

gio, batumi, Georgia said...

mixaria ro mogewona:)