Saturday, 23 August 2008

The Verve - Forth

gosh , როგორ მიყვარს ეს გრძნობა როცა დიდი ხანი ელოდები რაღაცას და აჰა, ისიც მოვიდა. დიახ, ეს არის წლის ერთ ერთი საუკეთესო რილიზი!!! თერთმეტი წელი არც ისე ცოტა დროა რო დაბრუნდე სცენაზე და გამოუშვა ალბომი სადაც ყოველი სიმღერა ადამიანის გრძნობებითაა სავსე, რიჩარდს ყოველთვის გააჩნდა ტექსტების წერის ტალანტი, ის მართლა გულით და სულით აღიქვამს ყველა სიმღერას და მელოდიას, ამას ამტკიცებს ის რომ თითქმის ყველა კონცერტზე ის იხდის ფეხსაცმელს, გადის სცენაზე და შიშველი ფეხები დაცუნცულებს იქეთ აქეთ, ხშირად მიიტანს ხოლმე გულთან მიკრაფონს და ხალხს აუბნება: "აი ხალხო, ეს მე კი არა, ჩემი გული მღერის"_ო.
ალბომი ნამდვილად ძალიან ძლიერი გამოვიდა, ალბათ მთავარ სინგლად Love is Noise ითვლება მაგრამ ჩემი აზრით, არანაკლებ ყურადღებას უნდა იქცევდეს პირველი სიმღერა, სახელად Sit and Wonder. ძალიან იშვიათია შეხვდე ისეთ სიმღერას და ტექსტს რომელიც ძალიან ახლოს დგას შენთან, იფიქრებ ჩემი ფიქრები და გრძნობები გადაიტანა სიმღერაშიო, დიახ, რიჩარდს ეს შეუძლია იმიტო რო ის გენიალური პიროვნებაა, აბაჰ იგემეთ ;)



"Sit and Wonder" - 6:52
"Love Is Noise" - 5:29
"Rather Be" - 5:38
"Judas" - 6:19
"Numbness" - 6:35
"I See Houses" - 5:37
"Noise Epic" - 8:14
"Valium Skies" - 4:34
"Columbo" - 7:30
"Appalachian Springs" - 7:34

გადმოწერა

Friday, 22 August 2008

Dig Out Your Soul Trailer

Anticipation

მაშ ასე, დღევანდელი როკ სცენა ძირითადად ინდი ჯგუფებს უკავიათ, რომელთაგან გამოსარჩევია Arctic Monkeys, Franz Ferdinand, Kaiser Chiefs და ბევრი ბევრი ბევრი. როკ მუსიკის ეს თაობა რიგით მეშვიდეა, რომელსაც ზოგადად British Indie_ს უძახიან. ეს არის ჯფუფები რომლებიც ქმნიან ეპოქას, რომლის შექმნაში დიდი როლი მიუძღვის ჯგუფ The Libertines-ს, ჯგუფმა რომელმაც ინდი მუსიკა გადმოიტანა მეინსტრიმში, ანუ წინა პლანზე წამოაყენა ეს სუბკულტურა. ხო, ეხლა რისი თქმაც მინდოდა, ამ პერიოდში, როცა ინდი მუსიკა ყველას აკერია პირზე, ყველა აქიცინებს თავს არქტიკების, ფერდინანდების და კაიზერების რითმულ და მელოდიურ ინდი მუსიკაზე, რამოდენიმე ხანში გამოვა ორი Britpop ლეგენდის, ასე ვთქვათ "გლადიატორების" ახალი ალბომები. The Verve და Oasis. ჯგუფები, რომლებმაც 90იან წლებში ბრიტანეთი გამოაცოცხლეს და ააფეთქეს კიდეც :)). The Verve_ის ახალ ალბომზე ქვემოთ ვისაუბრე ხოლო Oasis_ზე ეხლავე მოგახსენებთ. Dig Out Your Soul, ტიპიური ალბომის სახელია მათთვის ხოლო გარეკანი არა Oasis_ეული, ეს მიანიშნებს იმაზე რომ ეს ალბომი რაღაც სხვაა, განსხვავებულია დანარჩენი ექვსისგან. Noel Gallagher_მა ერთ ერთ ინტერვიუში თქვა რო ეს არ არი ბრიტპოპ ალბომი, უმეტესს სიმღერაში არ არი მისამღერიო და ა. შ. ამასობაში ინტერნეტში გაჩნდა ორი ახალი სიმღერა. სიმართლეაო რო ჯგუფს არ დაუკარგავს თავისი ეშხი, როგორც უძახიან the best foqen rock n' roll music. ალბომის გამოშვებამდე ჯგუფმა გამოუშვა ვიდეო ტრეილერი (ზედა პოსტი) რომელშიც ნაჩვენებია მათი ყველა ოფიციალური ვიდეოს ნაწყვეტი და ბოლოს კი ახალი სიმღერის The Shock of The Lightning_ის მოკლე მონაკვეთი, ამ ვიდეოთი შეგიძლიათ დაინახოთ ვინები იყვნენ, არიან და იქნებიან Oasis. კარგად

Thursday, 10 July 2008

Marketa Irglova and Glen Hansard



Glen Hansard and Marketa Irglova Live at Sundance!

Marketa and Glen. Falling slowly

The Verve - Love Is Noise (Official Video)

oi oooooooooi!

The Verve!!! ისინი დაბრუნდნენ!!!

არ ვიცი რა დავწერო რა, ძალიან მიხარია რომ რიჩარდი და მისი მეგობრები ბრუნდებიან სცენაზე. 11 წლის შემდეგ!! ომგ! 1997 წელს დაშლილი ბენდი, რომელიც ყველასთვის საყვარელი ჯგუფი გახდა, ისევ ერთად არიან. მათი ბოლო ნამუშევარი სახელად Urban Hymns(1997) დღემდე მიჩნეულია ბრიტანეთის ერთ ერთ საუკეთესო ალბომად, ხოლო ალბომში შესული სიმღერა Bittersweet Symphony უკვდავი სიმღერაა!! . სამი ალბომის გამოშვების შემდეგ მათი გზები გაიყო, რიჩარდს ძალიან კარგი სოლო კარიერა აქვს, 2006 წელს გამოშვებული Keys To The World რიჩარდის ბოლო სოლო ნამუშევარია, რის შემდეგაც გაირკვა რომ რიჩარდი დაუკავშირდა ჯგუფის სხვა წევრებს და შესთავაზა პატარა ტურნე მოეწყოთ. ამის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა The Veve_ის დაბრუნებაზე, რაც ერთ ერთ პრესკომფერენციაზე რიჩარდმა დაადასტურა რომ ჯგუფი აღდგა და ისინი გეგმავენ რიგით მეოთხე ალბომის გამოშვებას, სავარაუდოდ 2008 წლის აგვისტოში (ანუ მალეეეეეეეე). სიმბოლურია ის რო ჯგუფმა მეოთხე ალბომს დაარქვა Forth. ახალი ალბომის პირველი სინგლის მოსმენა მსმენელს შეეძლო ბიბისის რადიოში, სადაც გაშვებული იქნა Love Is Noise. პირველი მოსმენიდან ეჭვი დაგებადებათ ეს რა უბედურებააო, უცნაური ხმები და ა.შ. მაგრამ შემდეგი მოსმენით კარგად გეცნობათ რიჩარდის ღრმა ტექსტი და მისი დაუვიწყარი ხმა. გუშინ The Verveის მაისფეისზე გაჩნდა Love Is Noise-ისთვის გადაღებული ოფიციალური ვიდეო,

აი მეოთხე ალბომის ყდა, just amazin!!

Wednesday, 23 January 2008

The Rascals - Out Of Dreams

იეეეეაჰ, უამგრესია

Sunday, 13 January 2008

Trace Bundy - Adapt 2004

Trace Bundy არის ერთ ერთი უნიჭიერესი ინსტრუმენტალ გიტარისტი. ის ცნობილია თავისებური დაკვრის სტილით, სწორედ ამ უნიკალურმა უნარმა რომელიც მას ახალგაზრდობიდანვე მოყვება, მოუპოვა წარმატება. ეხლა დავდებ ერთ ერთ ალბომს, ნუ ყველაზე მეტად ეს მომეწონა :D


Released: October 2004
Genre: Modern Folk / Instrumental Rock
Label: Honest Ninja Music
Length: 56:00
Tracks: 12

გადმოწერეთ

Monday, 7 January 2008

Richard Hawley - Coles Corner 2005

Richard Hawleyს რიგით მეოთხე ალბომი


Released: September 5, 2005
Recorded: Yellow Arch Studios, Sheffield
Genre: Alternative Pop
Length 46:09
Label: Mute - STUMM 251

გადმოწერეთ

Sunday, 6 January 2008

Joe Hisaishi - Sen to Chihiro (2001)

ხოო... Spirited away ალბათ ყველამ იცით ეს ანიმე. ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ანიმეა. არასდროს არ მომბეზრდება ყურება, ტიხირო ხო არი უმაგრესი პერსონაჟი. მინდა დავდო ამ ანიმეს საუნდტრეკები რომლის ავტორია ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი Joe Hisaishi.

კიდე რა, ხო ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს დარწმუნებული ვარ მოეწონება. ვთქვათ დაიღალეთ, დასვენება გინდათ და ფიქრობთ რას მოვუსმინო ეხლაო, ზუსტად ამ სიტუაციის მუსიკაა ეს, ძალიან მელოდიური, თბილი და სასიამოვნო მოსასმენია.


Genre: Classic , soundtrack
Realesed: September 10, 2001
Tracks: 20
Size: 120mb

გადმოწერეთ: ნაწილი პირველი ნაწილი მეორე

Friday, 4 January 2008

Au Revoir Simone - The Bird of Music 2007

მუსიკის გარდა ამათი სახელი მომწონს ძალიან :) არევუა სიმონ ფრანგულად ნახვამდის სიმონს ნიშნავს, ხოდა თქვენ თუ მოუსმენთ უნდა თქვათ ბონჟუღ სიმონ:P ბრუკლინელი ტრიო ჩამოყალიბდა 2003 წელს, ჯგუფი შესდგება სამი გოგოსგან: Erika Forster, Annie Hart, Heather D'Angelo.

Erika-ამ და Annie-მ ერთმანეთი მატარებელში გაიცნეს 2003 წელს, ერთმანეთს მოუყვეს თავისი ისტორიები და აღმოაჩინეს რომ ორივეს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ,ორივეს სურდა ჩამოეყალიბებინა, ჯგუფი რომლის მუსიკა მთლიანად დაემყარებოდა კლავიშებს. გადაწყვიტეს ერთად განეხორციელებინათ ეს და ხშირ ხშირად ერთ ოთახში გამოიკეტებოდნენ და უკრავდნენ.

ამ მინი სესიებს ხშირად ესწრებოდა მათი საერთო მეგობარი Heather-ი. და ასე ნელა ნელა დაიწყეს მუსიკალური კარიერა. გამოუშვეს ორი ალბომი, პირველი Verses of Comfort, Assurance & Salvation გამოვიდა 2005 წელს ხოლო მეორე The Bird of Music 2007ში. ბოლო ალბომს დავდებ,პირველი არ მომეპოვება :D


Released: March 5, 2007 (U.K.)
Genre: Indie Pop
Length 45:00
Label Moshi Moshi Records

გადმოწერეთ

Official
Wikipedia

Camera Obscura - Underachievers Please Try Harder 2003

აი დაპირებული მეორე ალბომიც


Released: January 20, 2004
Genre: Indie rock
Label: Merge

Track listing

"Suspended from Class"
"Keep It Clean"
"A Sister's Social Agony"
"Teenager"
"Before You Cry"
"Your Picture"
"Number One Son"
"Let Me Go Home"
"Books Written for Girls"
"Knee Deep at the NPL"
"Lunar Sea"

გადმოწერეთ

Wikipedia
Official

Thursday, 3 January 2008

Camera Obscura - Let's Get Out of This Country 2006

აი ეს ალბომი გადმოვწერე რამოდენიმე კვირის უკან და ძალიან მომეწონა. რიგით მესამე ალბომი ყოფილა ჯგუფ Camera Obscura_სი. ალბომი შედის Indie pop სტილში, სავსეა სხვადასხვა ინსტრუმენტების ჭღერადობით, ნუ female vocal ამ სტილისთვისაა ზედგამოჭრილი, ხოდა Tracyanne_ის ვოკალიც კარგადაა გამოხატული. ასე რომ ვიცი ისიამოვნებთ :)ისე რა ლამაზი გარე კანი აქვს :X
მალე მეორე ალბომსაც დავდებ

Genre: Indie pop
Released: June 6, 2006
Length: 39:09
Label: Merge

გადმოწერეთ

Official
Wikipedia

The Coral - The Coral 2002

აჰა თქვენ, კიდევ ერთი შესანიშნავი ჯგუფი. ლივერპულიდან არიან, ჯერ პირველ ალბომს დავდებ და მერე ალბათ სხვებსაც დავამატებ.ძალიან კარგი მოსასმენია დამიჯერეთ


Genre: indie
Date of release: July 29, 2002
Label: Deltasonic
Lengh: 48:35
Tracks: 11

"Spanish Main" (James Skelly)
"I Remember When" (Skelly)
"Shadows Fall" (The Coral)
"Dreaming of You" (Skelly)
"Simon Diamond" (Skelly, Nick Power)
"Goodbye" (Skelly, Power)
"Waiting for the Heartaches" (Skelly)
"Skeleton Key" (Skelly, Power)
"Wildfire" (Power)
"Bad Man" (Skelly, Power)
"Calendars and Clocks" (Skelly, Power)

გადმოწერეთ

Official
Wikipedia

Wednesday, 2 January 2008

Richard Ashcroft - Keys To The World 2006

ჩემი აზრით ერთ ერთი ყველაზე "უჩუვაკესი" ადამიანი ბრიტანეთში. მისმა ორმა ალბომა პლატინის ხარისხი მიიღო, ხოლო მესამეს ოქროს ხარისხი მიანიჭეს. კრიტიკოსების აზრით მან დიდი როლი შეიტანა ბრიტანულ მუსიკაში. თავისი წვლილი რიჩარდმა ნაწილობრივ ჯგუფ The Verve_ში ყოფნის დროს შეიტანა. ჯგუფის დაშლის შემდეგ რიჩარდმა სამი სოლო ალბომი გამოუშვა.

პირველი სოლო ალბომი გამოვიდა 2000 წელს სახელად Alone With Everybody. ალბომმა მომენტალურად დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის ჩარტებში და პლატინის სტატუსი მიირო. მეორე ალბომი Human Conditions გამოვიდა 2002 წელს. პირველ ალბომთან შედარებით მეორე ნამუშევარმა არც ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. ჩარტებში მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გაყვიდების რაოდენობით ოქროს ხარისხი მიიიღო. ალბომი სახელად Keys to the World გამოიცა 2006 წელს. ჩემი აზრით რიჩარდის ყველაზე სერიოზული ნამუშევარია, მარტო Break the night with colour და Words just get in the way რად ღირს, ნუ რავიცი, ალბომი გამოვიდა უნიკალური.

ხო რაც შეეხება რიჩის მომავალ მუსიკალურ საქმეებს, უკვე ცნობილია რო The Verve აღდგა და 2008 წელს ბიჭები ალბომის გამოშვებას აპირებენ. რა საინტერესოა რა გამოუვათ. ხო, მანამდე ბიჭებმა 2007 წლის შემოდგომაზე გამართეს რამოდენიმე კონცერტი. ასე რომ anticipation fellows ;)


გადმოწერეთ

Wikipedia
official